ავტორიზაცია

ფარული შეხვედრა: სპალეტი ბუფონს შეხვდა

ფარული შეხვედრა: სპალეტი ბუფონს შეხვდა
თარიღი 23 აგვ 2023, 01:20
რამდენიმე დღის წინ, გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი ლუჩიანო სპალეტი თავისი ქვეყნის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

იტალიური მედიის ცნობით, დღეს, სპალეტისა და ბუფონს შორის ფარული შეხვედრა შედგა, სადაც სპალეტიმ იტალიელ ლეგენდას საკუთარი ხედვები და აზრები გაუზიარა.

მოგეხსენებათ, კარიერის დასრულების შემდეგ ბუფონი ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელი გახდა და დიდია ალბათობა, ნაკრების მენეჯერის როლი შეითავსოს.

სპალეტი კი ახლა იმას განიხილავს, თუ ვინ გამოიძახოს ნაკრებში სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის, სადაც იტალია ჩრდ.მაკედონიას და უკრაინას დაუპირისპირდება.