ავტორიზაცია

ფასზე შეთანხმების შემდეგ, რატომ შეჩერდა მაგუაიერის ტრანსფერი ვესტ ჰემში?

ფასზე შეთანხმების შემდეგ, რატომ შეჩერდა მაგუაიერის ტრანსფერი ვესტ ჰემში?
თარიღი 11 აგვ 2023, 21:54
სამი დღის წინ, ვესტ ჰემმა და მანჩესტერ იუნაიტედმა ჰარი მაგუაიერის სატრანსფერო თანხაზე მოილაპარაკეს. 

ლონდონური კლუბი მანჩესტერის ექს-კაპიტანში 30 მილიონ ფუნტს გადაიხდის. 

მიუხედავად ამისა, მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა და მოლაპარაკებების შესახებ არაფერი გვსმენია. 

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი ადგილიდან იმის გამო არ იძვრის, რომ "წითელ ეშმაკებს" მაგუაიერის შემცვლელის მოყვანა სურთ იქამდე, სანამ ინგლისელს გაუშვებენ. 

ამ პოზიციაზე ფავორიტად ნიცას ფრანგი მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო მოიაზრება.