ავტორიზაცია

"ფატი 30 წლის არ არის - მას ჯერ კიდევ შეუძლია განვითარება" - დეკო

"ფატი 30 წლის არ არის - მას ჯერ კიდევ შეუძლია განვითარება" - დეკო
თარიღი 22 Jun 2025, 19:48
ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკომ, ანსუ ფატიზე და მის მომავალზე ისაუბრა.

"ფატისთვის და მისი კარიერისთვის არ იქნება კარგი დიდხანს უთამაშებლად დარჩენა.

თუ ის კლუბს დატოვებს, ეს მხოლოდ იჯარის წესით მოხდება. ის 23 წლის არის, მაგრამ ხალხი მასზე ისე ლაპარაკობს თითქოს 30-ის იყოს. ანსუს კვლავ შეუძლია განვითარება და ბევრი რამის სწავლა," - დეკო.

ესპანელი ფეხბურთელი ბარსელონას აკადემიის აღზრდილია და მან გუნდის რიგებში 123 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 29 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.