ფავორიტების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე — პსჟ ლივერპულს უმასპინძლებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 1/8 ფინალური ეტაპის მეორე სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი პარიზში გაიმართება, სადაც პსჟ ლივერპულს უმასპინძლებს.
დღევანდელ დაპირისპირებას პარიზული კლუბი საოცარ ფორმაში ხდება. ლუის ენრიკეს გუნდმა ბოლო 10 მატჩიდან ყველა მოიგო, 40 გოლი გაიტანა და მხოლოდ 8 გაუშვა. კარგ სათამაშო ფორმაშია ლივერპულიც — 6 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება.
გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. ენფილდზე ლივერპულმა 3-2 მოიგო, ხოლო პარიზში გამარჯვება პსჟ-ს (2-1) დარჩა. აღსანიშნავია, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ, კლუბები ერთმანეთს არ შეხვედრილან.
სავარაუდო შემადგენლობა
დღევანდელი სათამაშო დღის განრიგი
ფეინოორდი V ინტერი (21:45)
ბაიერნი V ლევერკუზენი (23:55)
ბენფიკა V ბარსელონა (23:55)
პსჟ V ლივერპული (23:55)