ავტორიზაცია

FC 26-ში ხვიჩა კვარაცხელიას რეიტინგი და მონაცემები ცნობილია

FC 26-ში ხვიჩა კვარაცხელიას რეიტინგი და მონაცემები ცნობილია
თარიღი 09 Sep 2025, 20:40
რამდენიმე წუთის წინ, EA Sports-მა FC 26-ის ოფიციალური რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც საუკეთესო 100 ფეხბურთელს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელის ოფიციალური რეიტინგი 87 იქნება. ხვიჩა კვარაცხელია ამ მონაცემით საუკეთესო 100 ფეხბურთელს შორის 45-ზეა.


ახალ სიმულატორში საუკეთესო ფეხბურთელი მო სალაჰია, რომლის რეიტინგიც 91 იქნება.

იხილეთ ტოპ 100 ფეხბურთელი FC 26-ში: FC 26 Players Ratings

ახალი სათამაშო სიმულატორი გაყიდვაში 26 სექტემბრიდან ჩაეშვება.