ფედერიკო კიეზა შესაძლოა იტალიის სერია ა-ში დაბრუნდეს

ლივერპულის შემტევი, ფედერიკო კიეზა ზაფხულში გუნდს დატოვებს და მისი აგენტები მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან აქტიურად აწარმოებენ.
Corriere dello Sport-ის ცნობით, 27 წლის ვინგერის დამატება ნაპოლის სურს და პირველ შეთავაზებას ამზადებს — transfermarkt-ზე კიეზას სატრანსფერო ფასი 14 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ფედერიკო კიეზა გასულ ზაფხულში დაიმატა და მან გუნდის მაისურით მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გაიფორმა.