ფედერიკო კიეზა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს

სეზონის დასრულების შემდეგ, ფედერიკო კიეზა ლივერპულს დატოვებს და დიდი ალბათობით, სამშობლოში დაბრუნდება.
Calciomercato-ს ცნობით, 27 წლის იტალიელი შემტევის ტრანსფერით მილანი და ნაპოლი ინტერესდებიან და მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა ლივერპულმა გასულ ზაფხულში დაიმატა — მან კლუბის მაისური მხოლოდ 13 შეხვედრაში მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გაიფორმა.