ავტორიზაცია

"ფეხბურთელები მშივრები და ბრძოლისუნარიანები უნდა იყვნენ" - ვილი სანიოლის კომენტარი

"ფეხბურთელები მშივრები და ბრძოლისუნარიანები უნდა იყვნენ" - ვილი სანიოლის კომენტარი
თარიღი 19 Nov 2025, 03:48
ბულგარეთთან წაგებული 2:1 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"ფეხბურთელები უნდა იყვნენ მშივრები, ბრძოლისუნარიანები, რაც დღესდღეობით მაკლია, განსაკუთრებით ეს სექტემბერში დამაკლდა. საკმარისად არ ვიბრძვით, რაღაცას ვაკლებთ.

უნდა გავაცნობიეროთ ვინ ვართ და რა დონეზე ვართ. ყველამ, მათ შორის მეც ანალიზი უნდა გავაკეთოთ. დღეს ბევრი მომენტი გვქონდა, მეტოქემ კი მხოლოდ ორჯერ შეუტია და გაგვიტანა.

ფიქრი რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ, რა შეიძლება შეიცვალოს მომავალში. ფეხბურთელებთან კარგი კომუნიკაცია მაქვს და ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა.

ერთადერთი გზა, რომ პოზიტიურ გზაზე დავბრუნდეთ, ისაა, გავაცნობიეროთ, რომ არ ვართ მსოფლიოში საუკეთესო ნაკრები და მივხვდეთ, ვინ ვართ. ახლა დავისვენებთ და მარტიდან ბევრი რამ შეიცვლება,"
 - განაცხადა სანიოლმა.