ავტორიზაცია

ფეხბურთელი, რომლის ხილვაც სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სურს

ფეხბურთელი, რომლის ხილვაც სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სურს
თარიღი 22 იან 2021, 19:40
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სოლსკიაერს "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კალიდუ კულიბალის დამატება უნდა.

თუ ინგლისური კლუბი 29 წლის სენეგალელის ტრანსფერს ამ ზამთარს ვერ გაჩარხავს, მაშინ აღნიშნულ ვარიანტს ზაფხულში მიუბრუნდება, წერს Marca.

კულიბალის "ნაპოლისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. Transfermarkt-ი მცველს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა დაცვის ხაზის ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.