ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია - პსჟ-ს რევოლუციის პირველი ტრანსფერი მოახლოვდა
ორელიან ჩუამენიზე კონკურენციის წაგების შემდეგ, „პსჟ-მ“ სხვა ნახევარმცველზე გადაიტანა ყურადღება.
გუნდში რამდენიმე დღის წინ ოფიციალურ მრჩევლად დაინიშნა პორტუგალიელი სპეციალისტი ლუიშ კამპუში, რომელმაც მთავარ პრიორიტეტად ნახევარდაცვის გაძლიერება დაისახა.
შედეგად, „პსჟ-მ“ „პორტუს“ ნახევარმცველთან, ვიტინიასთან დააჩქარა მოლაპარაკებები და პირად კონტრაქტზე შეთანხმებასაც მიაღწია - ფეხბურთელმა პარიზში გადაბარგებაზე თანხმობა განაცხადა.
ახლა ისღაა დარჩენილი, რომ კლუბებმა მოილაპარაკონ, რის შემდეგაც ვიტინიას ტრანსფერი „პსჟ-ში“ ოფიციალურად დაიხურება.
პორტუგალიელი გუნდისთვის საკვანძო ფიგურად მოიაზრება როგორც ამჟამად, ისე მომავლისთვისაც.