ავტორიზაცია

ფელიქს კროოსი ძმის ცივსისხლიანობაზე: "შეგიძლიათ ტონის მუნდიალის ფინალის დაწყებამდე 5 წუთით ადრე დაურეკოთ და ელაპარაკოთ"

ფელიქს კროოსი ძმის ცივსისხლიანობაზე: "შეგიძლიათ ტონის მუნდიალის ფინალის დაწყებამდე 5 წუთით ადრე დაურეკოთ და ელაპარაკოთ"
თარიღი 16 Apr 2021, 11:40

"აინტრახტ ბრაუნშვაიგის" ნახევარმცველმა, ფელიქს კროოსმა ძმის, ტონი კროოსის ცივსისხლიანობაზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად "რეალში" ირიცხება.

"შეგიძლიათ ტონის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე დაურეკოთ და ელაპარაკოთ".

"20 წუთის წინ (ინტერვიუ "რეალისა" და "ლივერპულის" მატჩის დაწყებამდეა ჩაწერილი), გერმანიის მეორე ლიგის ეგიდით გასამართ მატჩს განვიხილავდით, სადაც ერთმანეთს "ოსნაბრიუკი" და "იან რეგენსბურგი" უპირისპირდებოდნენ. თუ სწორი ინფორმაცია მომაწოდეს, შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა".

"ტონის ვუთხარი, ფრე ხელს გამოგვიწვდიდა, მან კი მიპასუხა, რომ "ოსნაბრიუკის" წაგება ჩვენი გუნდისთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა", - თქვა კროოსმა DAZN-სთან ინტერვიუში.

VIDEO: კროოსის დარტყმამდე, რეალის ბოლო გოლი ჯარიმიდან ელ კლასიკოებში - რობერტო კარლოსის ყუმბარა!