ფერგიუსონი: "ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს - მხოლოდ 10 წამით დავფიქრდი"
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა აღიარა, თუ რა რეაქცია ჰქონდა, როცა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს.
„ამ სამსახურს არცერთ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი. ერთხელ, მარტინ ედვარდსისგან დამიკავშირდნენ (მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი თავმჯდომარე - ავტ).
მარტინს ვუპასუხე: „დაივიწყე, ეს არც მაინტერესებს. შემდეგ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა პირადადაც შემომთავაზეს.
დიდხანს ფიქრი არ დამჭირვებია, მხოლოდ 10 წამი. ინგლისის ნაკრებს არ ჩავიბარებდი, არასდროს. წარმოიდგინეთ, რას მიზამდნენ ამის გამო შოტლანდიაში.“ - ციტირებს ფერგის სიტყვებს Sky Sports.
ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 27 წლის მანძილზე წვრთნიდა და გუნდი 2013 წელს, პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ დატოვა.