ავტორიზაცია

ფერნანდო იერო შეიძლება ვალიადოლიდის სპორტული დირექტორი გახდეს

ფერნანდო იერო შეიძლება ვალიადოლიდის სპორტული დირექტორი გახდეს
თარიღი 13 მაი 2021, 13:45

"რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველი, ფერნანდო იერო შესაძლოა "ვალიადოლიდის" სპორტული დირექტორი გახდეს.

როგორც Marca იტყობინება, "სამეფო კლუბის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლა ლიგის კლუბთან მოლაპარაკებების რამდენიმე სერია უკვე გამართა.

აღნიშნულ თანამდებობაზე იეროს მიწვევის ინიციატორი კლუბის მფლობელია, ბრაზილიისა და "რეალის" ექს-თავდამსხმელი, რონალდო.

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, "ვალიადოლიდი" 31 ქულით მე-17 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონასთან ახლოს არის.