ფიფამ რეიტინგი განაახლა - რამდენი ადგილით დაწინაურდა საქართველოს ნაკრები?

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში კვლავ დაწინაურდა.

ვილი სანიოლის გუნდი წინა რეიტინგის მიხედვით 70-ე პოზიციაზე იყო, ჩეხეთთან და ალბანეთთან მოგების შემდეგ, კი ჩვენი ნაკრები 66-ე პოზიციამდე დაწინაურდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე შემდეგ მატჩს 11 ოქტომბერს სტუმრად უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.