ავტორიზაცია

ფინალში ელ კლასიკო არ შედგება: რეალი ბილბაოსთან დამარცხდა [VIDEO]

ფინალში ელ კლასიკო არ შედგება: რეალი ბილბაოსთან დამარცხდა [VIDEO]
თარიღი 15 იან 2021, 01:56
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ბილბაო" დაუპირისპირდნენ.

მე-18 წუთზე ანგარიში გარსიამ პენალტით გახსნა, ტაიმის მიწურულს მან კურტუას კარი კიდევ ერთხელ აიღო.

მეორე ტაიმში "რეალი" გააქტიურდა და ბევრს უტევდა, თუმცა არ უმართლებდა.

ბენზემამ სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა და "რეალი" 1:2 დამარცხდა.

შესაბამისად, ესპანეთს სუპერთასის ფინალში "ბარსელონა" "ბილბაოს" შეხვდება.