ავტორიზაცია

ფიორენტინა ბოლონიას თავდამსხმელს უმიზნებს

ფიორენტინა ბოლონიას თავდამსხმელს უმიზნებს
თარიღი 27 აგვ 2021, 22:44

"ბოლონიას" თავდამსხმელი, რიკარდო ორსოლინი შეიძლება "ფიორენტინაში" გადავიდეს.

ფლორენციული კლუბი 24 წლის იტალიელის ტრანსფერზე შეთავაზებას ამზადებს, იტყობინება Sky Sport Italia.

ფეხბურთელისთვის "ტორინოც" იბრძვის, მაგრამ "იები" მზად არიან ტურინელთა შეთავაზებაზე უკეთესი წინადადება გააკეთონ.

ორსოლინის "ბოლონიასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წელს ეწურება.