ფიორენტინა დე ხეასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

დავიდ დე ხეა, რომელიც ბოლოს მანჩესტერ "იუნაიტედში" თამაშობდა, შესაძლოა ფეხბურთის თამაში განაახლოს.
როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, "ფიორენტინამ" ესპანელ მეკარესთან მოლაპარაკება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მეკარესთან 2-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 545 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 190-ში კარი მშრალად შეინახა.