ფიორენტინა შესაძლოა სპეციას მწვრთნელმა ჩაიბაროს

"ფიორენტინას" ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ვინჩენცო იტალიანო გახდეს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.
"იებმა" იტალიანოს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სეზონში 1,2 მილიონ ევროიანი ხელფასით. თუ სპეციალისტი დათანხმდება, მაშინ "ფიორენტინას" "სპეციისთვის" კომპენსაციის სახით 1 მილიონის გადახდა მოუწევს.
43 წლის სპეციალისტმა ორი კვირის წინ "სპეციასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.
აქამდე, "ფიორენტინა" ჯენარო გატუზომ დატოვა, რომელმაც ფლორენციელები სამი კვირის წინ ჩაიბარა.