ფლამენგო მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველს უმიზნებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ანდრეას პერეირა შეიძლება "ფლამენგოს" ფეხბურთელი გახდეს.
როგორც Globo Esporte იტყობინება, საქმე იჯარას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება იმაზეა დამოკიდებული, ხელფასის რა ნაწილის გადახდას დათანხმდება "ემიუ". აგრეთვე, თავად ფეხბურთელის თანხმობაცაა საჭირო.
25 წლის ბრაზილიელმა გასული სეზონი არენდით "ლაციოში" გაატარა - 33 მატჩი, 1 გოლი და 4 ასისტი.