ფლამენგოს დელეგაცია ლუკას პაკეტას ტრანსფერის თაობაზე ინგლისში იმყოფება
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფლამენგოს დელეგაცია ინგლისში იმყოფება, რათა ლუკას პაკეტას ტრანსფერთან დაკავშირებით ვესტ ჰემის წარმომადგენლებს შეხვდეს.
"მენგო" ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარით აყვანას ცდილობს, მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან ინგლისური კლუბი პერმანენტულ ტრანსფერს ითხოვს. მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ფლამენგო დანებებას არ აპირებს. მათ ინტერესზე უკვე პაკეტას გარემოცვამაც იცის.
ლუკასი სწორედ "მენგოს" აღზრდილია. ის მშობლიური კლუბის პირველ გუნდში 2016-2019 წლებში ასპარეზობდა. ევროპაში გადმობარგების შემდეგ პაკეტამ მილანში, ლიონსა და ვესტ ჰემში ითამაშა.