ფლორენტინო პერესი ბარსელონას დაეხმარა

რეალ მადრიდის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ბარსელონას ფეხბურთელების - დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირებაში მთავარი როლი ითამაშა.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, ესპანეთის სუპერ თასის ფინალამდე (რომელიც რეალ მადრიდმა ბარსასთან 2-5 წააგო), პერესმა სპორტის უმაღლეს საბჭოს დაურეკა და "ბლაუგრანას" მოთამაშეების დარეგისტრირება პირადად სთხოვა.
ბარსელონას იანვარში ზემოხსენებული ფეხბურთელების დარეგისტრირება ძალიან უჭირდა. ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი კი დღემდე აცხადებს, რომ ბარსამ ისინი არალეგალურად დაარეგისტრირა.