ავტორიზაცია

ფლორენტინო პერესი ტრავმიანობაში ანჩელოტისა და ფიტნესმწვრთნელს ადანაშაულებს

ფლორენტინო პერესი ტრავმიანობაში ანჩელოტისა და ფიტნესმწვრთნელს ადანაშაულებს
თარიღი 16 Dec 2024, 16:31
მიმდინარე სეზონში რეალ მადრიდში ტრავმა ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა მიიღო, რის გამოც კლუბის პრეზიდენტი ძალიან გაბრაზებულია.

Relevo-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ამაში ანტონიო პინტუსსა და კარლო ანჩელოტისაც ადანაშაულებს. ის ფიქრობს, რომ ფეხბურთელთა ტრავმებს ფიტნესმწვრთნელის სავარჯიშო მეთოდები იწვევს, ანჩელოტის მიმართ კი პრეტენზია იმიტომ აქვს, რომ იტალიელი მოთამაშეების დაბრუნებას ძალიან აჩქარებს.

პერესი იმედოვნებს, რომ სამწვრთნელო შტაბი გამოსავალს სწრაფად იპოვის და შემადგენლობის ძირითადი ნაწილი სეზონის მეორე წრეში სრულ მზადყოფნაში იქნება.