ფლორიან ვირცის გარშემო საგა გრძელდება — საქმეში სამი კლუბია

2024/25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ფლორიან ვირცი ლევერკუზენს დატოვებს და კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს.
22 წლის გერმანელი შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერზე მედიაში აქტიურად იწერება და დღევანდელი მდგომარეობით, მის დამატებაზე 3 კლუბი მუშაობს.
ვირცის გაფორმება ბაიერნს, რეალს და მანჩესტერ სიტის სურთ და სამივე კლუბი ლევერკუზენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავის მხრივ, ლევერკუზენი ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს და მისი გაყიდვა ბაიერნში არ სურს. თავად გერმანელი სამივე ვარიანტს აქტიურად განიხილავს და მზად არის კლუბებთან პირადი კონტრაქტი შეათანხმოს.