ავტორიზაცია

ფოტო: აგუერო მესის სიტიში გადმოსვლის თაობაზე მინიშნებას აკეთებს?!

ფოტო: აგუერო მესის სიტიში გადმოსვლის თაობაზე მინიშნებას აკეთებს?!
თარიღი 27 აგვ 2020, 13:17
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესისთვის სატრანსფერო ბრძოლაში ფავორიტად "მანჩესტერ სიტი" მოიაზრება.

დაკვირვებულმა ჟურნალისტების მტკიცებით, არგენტინელი შემტევის "ქალაქელებში" გადმოსვლის თაობაზე მინიშნებას აკეთებს მისი თანამემამულე, სერხიო აგუერო.

საქმე ისაა, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა თავისი ინსტაგრამ ნიკიდან მოაცილა "10", ადრე მას ერქვა "kunaguero10", ახლა კი უბრალოდ "kunaguero" წერია.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ლეო რეალურად გადმოდის "ლურჯებში" და კუნი მას აძლევს 10-ნომრიან მაისურს, ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: აგუერო მესის სიტიში გადმოსვლის თაობაზე მინიშნებას აკეთებს?!