ავტორიზაცია

ფოტო: ბეილის რეაქცია, როცა ანჩელოტიმ აზარი გახურების შემდეგ მაინც სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა

ფოტო: ბეილის რეაქცია, როცა ანჩელოტიმ აზარი გახურების შემდეგ მაინც სათადარიგოთა სკამზე დააბრუნა
თარიღი 05 თებ 2022, 17:17

"რეალის" გარემარბმა, გარეტ ბეილმა ესპანეთის თასის ეგიდით "ბილბაოსთან" (0:1) გამართული მთელი მატჩი თადარიგში გაატარა.

El Chiringuito-ს კამერებმა დაიჭირეს კადრი, სადაც ჩანს, თუ როგორ იცინის უელსელი, როცა ედენ აზარი გახურების მიუხედავად სკამზე ბრუნდება.

ბელგიელმა გვერდითა ხაზზე წაივარჯიშა, მაგრამ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მისი მოედანზე შეშვება გადაიფიქრა.

აზარი თავის ადგილს დაუბრუნდა და თანაგუნდელებს მიესალმა, ბეილი კი იცინოდა.

იხილეთ ფოტო: