ფოტო: "იგივე რუსიზმი", - უკრაინელმა ფეხბურთელმა, ანდრეი იარმოლენკომ 2008 წლის ომის პოსტი სოციალურ ქსელში გადაიზიარა
უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი იარმოლენკო სოციალურ ქსელში საქართველოს 2008 წლის ტრაგიკულ ამბებს იხსენებს.
„ვესტ ჰემის“ შემტევმა „ინსტაგრამზე“ გადააზიარა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი უკვე გამოცდილი ტერორისტი.
„ზუსტად ამ დღეს 2008 წელს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. იგივე საომარი დანაშაულები, იგივე თანხმობა ან სრული სიჩუმე რუსული მასისგან. იგივე რუსიზმი.“ - წერია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის შემდეგ რუსეთი აგრესიულ და საომარ მოქმედებებს ატარებს უკრაინის ტერიტორიაზეც, რასაც ათასობით მშვიდობიანი ადამიანის და უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რუსეთი ოკუპანტია!