ფოტო: მამის სიტყვებს, რომ მას იუნაიტედის დატოვება უნდა, კავანიმ ინსტაგრამში უპასუხა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, თავისი მამის, ლუის კავანის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი.
ფეხბურთელის თქმით, ედინსონი ინგლისში თავს კომფორტულად არ გრძნობს და ოჯახთან სურს ახლოს ყოფნა. შედეგად, კავანის დაბრუნება სამხრეთ ამერიკაში გარდაუვალია და შესაძლოა, მისი მომავალი გუნდი „ბოკა ხუნიორსი“ გახდეს.
თუმცა, ფეხბურთელმა ეს ჭორები გარკვეულწილად გააქარწყლა:
„ვამაყობ ამ მაისურის ტარებით.“ - წერს კავანი „ინსტაგრამში“.