ავტორიზაცია

ფოტო: MLS-ის მატჩი თორმა ჩაშალა?!

ფოტო: MLS-ის მატჩი თორმა ჩაშალა?!
თარიღი 20 ივლ 2021, 10:51

MLS-ის მორიგ ტურში "ნიუ-იორკ რედ ბულსს" უნდა ეთამაშა "მაიამი ინტერთან", თუმცა შეხვედრა ცუდი ამინდის გამო გადაიდო.

გუნდებმა დაიწყეს მოთელვა, თუმცა შემდეგ, ცაზე გაჩნდა ელვა, ამოვარდა ქარი 120 კმ/სთ სიჩქარის და მოედანზე დარჩენა უსაფრთხო აღარ იყო.

ინტერნეტში ხუმრობენ, რომ მატჩი ჩაშალა სკანდინავიური მითოლოგიის ღმერთმა და მარველის კომიქსების პერსონაჟმა თორმა, რომელიც სწორედ ელვის ღმერთია.

VIDEO: ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი MLS-ის ისტორიაში — ნეშვილის ნახევარმცველმა 3 გოლი 16 წუთში გაიტანა