ფოტო: "ნამდვილი ლომი არასდროს კვდება", - სენეგალის ნაკრებმა პლეი-ოფში გასვლა გარდაცვლილ ფეხბურთელს მიუძღვნა
სენეგალის ნაკრებმა 2022 წლის მუნდიალის პლეი-ოფში გასვლა თავის ყოფილ ნახევარმცველს მიუძღვნა.
აფრიკულმა გუნდმა ეკვადორს 2:1 მოუგო და მერვედფინალში გავიდა.
დღეს, სენეგალის ნაკრების ექს-ფეხბურთელის გარდაცვალების ორი წლის თავია - 2020 წლის 29 ნოეემბერს პაპუ ბუბა დიოპი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
თამაშის შემდეგ სენეგალელებმა ფეხბურთელის ბანერი დაიკავეს ხელში წარწერით: „ნამდვილი ლომი არასდროს არ კვდება.“ სენეგალის ნაკრებს მეტსახელი აქვს - ტერანგის ლომები.
პაპა ბუბა დიოპმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს გახსნის მატჩში გაუტანა გოლი. სენეგალის ნაკრებში მან ჯამში 63 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
საკლუბო დონეზე ის „ლანსში“, „ფულემში“, „პორტსმუტში“, „ვესტ ჰემში“, „აეკში“ და სხვა გუნდებში თამაშობდა, კარიერა კი 2013-ში დაასრულა.