ავტორიზაცია

ფოტო: როგორ მდგომარეობაშია დიმიტრი პაიეტის ზურგი ნიცას ქომაგებთან შეტაკების შემდეგ?

ფოტო: როგორ მდგომარეობაშია დიმიტრი პაიეტის ზურგი ნიცას ქომაგებთან შეტაკების შემდეგ?
თარიღი 23 Aug 2021, 15:29

„ნიცას“ გულშემატკივრებთან შეტაკების შემდეგ, „მარსელის“ ლიდერმა დიმიტრი პაიეტმა, თავისი ზურგის მდგომარეობა გამოაჩინა.

კონფლიქტი ასე დაიწყო: „ნიცას“ ულტრასებმა“ „მარსელის“ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეტს ბოთლი ესროლეს და მანაც იგივეთი უპასუხა, რის შემდეგაც „ნიცას“ ფანები მოედანზე შევარდნენ და ფეხბურთელებთან ხელჩართული ჩხუბი გამართეს.

უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, „მარსელის“ ფეხბურთელებმა მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მსაჯები და „ნიცას“ ფეხბურთელები მოედანზე გამოცხადდნენ. ამის გამო, კლუბს ტექნიკური მარცხი 0:3 ემუქრება.