ფოტო: სებალოსის უმძიმესი დაზიანება, რომელიც წითელ ბარათში არ გადაიზარდა - ესპანეთმა ეგვიპტეს ვერ მოუგო

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთმა ეგვიპტე ვერ დაამარცხა.
შეხვედრა ქალაქ საპოროში გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.
პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე ესპანელმა ნახევარმცველმა დანი სებალოსმა მძიმე ტრავმა მიიღო, მას შემდეგ რაც თავდამსხმელმა ტახერ მოჰამედმა მას ფეხზე დააბიჯა. არბიტრმა ადჰამ მაჰამედმეხმა კი ფორვარდი მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯა.
ეპიზოდი VAR-ითაც გადამოწმდა, მაგრამ ფეხბურთელის გაძევების გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა.
ესპანეთი და ეგვიპტე ფრეს დასჯერდნენ და ჯგუფში ჯერჯერობით პირველ-მეორე ადგილებს იოყფენ. კვარტეტის ორი სხვა გუნდი ავსტრალია და არგენტინა საკუთარ მატჩს ასევე დღეს ჩაატარებენ.