ფოტოები: "GodBye, Zlatan", - მილანის ქომაგებმა იბრაჰიმოვიჩი აატირეს
„მილანმა" დღეს სეზონის უკანასკნელი მატჩი ჩაატარა და ლეგენდარულ 41 წლის ფორვარდს, ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც დაემშვიდობა.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ შვედი 2.5-სეზონის შემდეგ მილანურ კლუბს ოფიციალურად დატოვებდა და ფანებმაც მას სათანადო გაცილება მოუწყვეს.
"GodBye, Zlatan", - ასეთი ბანერი გამოფინეს „მილანის" ფანებმა ტრიბუნაზე, რამაც ლეგენდარული ფორვარდის აცრემლიანებაც გამოიწვია. ცნობისთის, სიტყვა "მშვიდობით" ინგლისურად იწერება: Goodbye, მაგრამ ზლატანის შემთხვევაში ეს სიტყვების თამაში გამოვიდა, რადგან ის თავის თავს სარკასტულად ღმერთს უწოდებს და „როსონერის" ქომაგებიც მას შესაბამისად დაემშვიდობნენ - Goodbye გადააკეთეს და Godbye დაწერეს.