ავტორიზაცია

ფოტოები: მაჰრეზმა და ბენრაჰმამ ნაკრებში გამოცხადებამდე ქერა თმა მოიშორეს - ამის მიზეზი მთავარი მწვრთნელია

ფოტოები: მაჰრეზმა და ბენრაჰმამ ნაკრებში გამოცხადებამდე ქერა თმა მოიშორეს - ამის მიზეზი მთავარი მწვრთნელია
თარიღი 03 Sep 2021, 13:06

ალჟირის ნაკრების მთავარი ვარსკვლავები, რიად მაჰრეზი და საიდ ბენრაჰმა პრემიერ ლიგაში სეზონს ქერათმიანები იწყებდნენ.

ეს არის მაჰრეზი „არსენალთან“ მატჩში

საიდი კი „ვესტ ჰემის“ მაისურით ასევე ქერა თმით ბრწყინავდა

თუმცა, ალჟირის ნაკრებში ორივე განსხვავებული, უფრო მარტივი იმიჯით ჩამოვიდა. საქმე ის არის, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამელ ბელმადი ვიზუალს მკაცრად აკონტროლებს და საკუთარი ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ ნაკრებში ჩამოსვლამდე ფერადი თმები მოეშორებინათ.

ალჟირული გამოცემა Dzair Daily-ს ინფორმაციით, ბელმადის სურს, რომ მისი ფეხბრუთელი მოვლილად, მაგრამ არა გამომწვევად გამოიყურებოდნენ. მისი აზრით, გამომწვევი სტილი ალჟირის საზოგადოების ტრადიციებს და წესებს არ შეესაბამება.

2018 წელს, ბელმადიმ საკუთარი ფეხბურთელების ვიზუალზე შენიშვნა უკვე გასცა - ერთ-ერთ ვარჯიშზე მცველი ილიას ჰასანი თეთრი თმით მივიდა. ჯამელმა მას შეჭრა უბრძანა და უკვე შემდეგ ვარჯიშზე ილიასი შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა.

ბელმადიმ ალჟირს 2019 წლის აფრიკის თასი მოაგებინა და მას ნაკრებში სიტყვა ნამდვილად ეთქმის.