ფოტოები: რონალდომ თავის გუნდთან ერთად ლა ლიგაში დაბრუნება გასახდელში იზეიმა

ესპანური „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტმა და მთავარმა აქციონერმა, ლეგენდარულმა რონალდომ, ლა ლიგაში გუნდის დაბრუნება ფეხბურთელებთან ერთად, გასახდელში აღნიშნა.
„ვალიადოლიდმა“ 2021/22-სეზონის შედეგად სეგუნდაში მეორე ადგილი დაიკავა და ლა ლიგაში ადგილი ბოლო ტურში გაინაღდა.