ფრანგი ფეხბურთელი საკალათბურთო კარიერას იწყებს

Relevo-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი, ეტიენ კაპუ საკალათბურთო კარიერას იწყებს.
36 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე წლის ზაფხულში ვილიარეალი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ახალი კლუბი ვერ იპოვა.
წყაროს ცნობით, ამჟამად ის ესპანეთის მე-4 ლიგის საკალათბურთო გუნდში, ხოვენს ლ'ელიანაში ვარჯიშობს და რამდენიმე ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.
სანამ კაპუ პროფესიონალი კალათბურთელი გახდება, ლიცენზიის აღება მოუწევს.