ავტორიზაცია

ფრანგის მორიგი მიღწევა.

ფრანგის მორიგი მიღწევა.
თარიღი 22 მაი 2024, 13:25
   ვიკტორ ვენბანიამამ თავის პირველ სეზონში ყველა გააოცა 2023 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა თავისზე გაცემული ავანსები პირველ სეზონში 100% გაამართლა და ლიგაში მასზე საუბარი არ წყდება. ის ყველა შეხვედრაში გამორჩეული და დომინანტი იყო, სამმაგებიც შემოგვთავაზე და ოთხმაგ დუბლთანაც ახლოს იყო. მასთან ერთად სან ანტონიო „ სპურსს“ უდიდესი მომავალი აქვს. ვენბანიამამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავისი თავი. ფრანგი გიგანტი რეგულარული სეზონის დაცვით პირველ გუნდში მოხვდა და ის გახდა პირველი ახალწვეული ისტორიაში, რომელმაც მსგავს შედეგს მიაღწია. რამხელა მომავალი აქვს ვემბანიამას ამის განსაზღვრა ძალიან რთულია, რადგან ის ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 20 წლისაა და პირველივე წელს მთელი ლიგაა აალაპარაკა.