ავტორიზაცია

ფრე რიგაში — საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ლატვიას დაუზავდა

ფრე რიგაში — საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ლატვიას დაუზავდა
თარიღი 10 Oct 2025, 23:08
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდა და ფრედ, 1-1 ითამაშა.

უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ანგარიში ლატვიელთა თავდამსხმელმა, პატიკამ გახსნა, რასაც 3 წუთში ბუკიამ უპასუხა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.

ორი ტურის შემდეგ, რამაზ სვანიძის გუნდს 2 ქულა აქვს და F ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება. საქართველოს U21 ნაკრები მომდევნო ტურში, 14 ოქტომბერს, მალტას დაუპირისპირდება.