ფრიმპონგმა ლივერპულთან კონტრაქტი გააფორმა

ლივერპული ზაფხულში არაერთი ფეხბურთელის დამატებას ეცდება, მათ შორის რამდენიმე უკვე დაიმატეს, ერთ-ერთი მათგანი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შემცვლელი, ჟერემი ფრიმპონგია, რომელმაც კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და კლუბი განცხადებას მალე გააკეთებს.
მერსესაიდელებმა ნიდერლანდელი მცველი €35 მილიონის სანაცვლოდ დაიმატეს.
ფრიმპონგი ბაიერ ლევერკუზენის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან ამ დროის განმავლობაში 190 მატჩში, 30 გოლის გატანა და 44 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.