ავტორიზაცია

ფსონი თოფურიას მარცხზე — მაკგრეგორმა 500 ათასი დოლარი წააგო

ფსონი თოფურიას მარცხზე — მაკგრეგორმა 500 ათასი დოლარი წააგო
თარიღი 27 Oct 2024, 12:36
UFC 308-ზე, ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას მარცხზე ფსონი განათავსა და ნახევარი მილიონი დოლარი წააგო.

ირლანდიელმა მებრძოლმა 500 ათას დოლარიანი ფსონი უიტეკერის და ჰოლოუეის ნოკაუტით გამარჯვებებზე გააკეთა — აღსანიშნავია, რომ ორივე მებრძოლი უშანსოდ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბიში გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუელი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.