გაბია მილანთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"მილანის" ცენტრალური მცველი მატეო გაბია კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.
როგორც ჟურნალისტმა მატეო მარეტომ იტყობინება, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ახალ კონტრაქტზე, რომელიც 2029 წლამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მიხედვით იტალიელს ხელფასი გაიზრდება.
გაბიამ მიმდინარე სეზონში "მილანის" რიგებში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.