გაბიადინიმ სამპდორიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

"სამპდორიამ" თავდამსხმელ მანოლო გაბიადინის კონტრაქტი გაუხანგრძლივა.
აღნიშნულ ინფორმაციას გენუელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, 29 წლის იტალიელი გუნდში 2026 წლამდე დარჩება.
გაბიადინი "სამპდორიას" ღირსებას 2019 წლიდან იცავს - 111 მატჩი და 36 გოლი.