ავტორიზაცია

გაბრი ვეიგას ნაპოლიში ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს

გაბრი ვეიგას ნაპოლიში ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს
თარიღი 22 აგვ 2023, 11:03
"სელტას" ნახევარმცველის გაბრიელ ვეიგას "ნაპოლიში" ტრანსფერი საფრთხის ქვეშაა, ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

როგორც ჟურნალისტისთვის გახდა ცნობილი, მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში წარმოიშვა სირთულეები, რის გამოც შესაძლოა ტრანსფერი ვერ განხორციელდეს. 

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მისი სამუშაო ხელშეკრულება "ვიგოს სელტასათან" 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. 

ვეიგამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.