ავტორიზაცია

გაბრიელის მიმართ დიდი ინტერესია - არსენალს ამ წინადადებაზე უარის თქმა გაუჭირდება

გაბრიელის მიმართ დიდი ინტერესია - არსენალს ამ წინადადებაზე უარის თქმა გაუჭირდება
თარიღი 19 Mar 2025, 17:27
2024/25 წლების სეზონი დასასრულისკენ მიდის, ტოპ ჩემპიონატებში 10 ტურია დარჩენილი ფინიშამდე და გუნდები უკვე ფიქრობენ მომდევნო სეზონზე, რა თქმა უნდა, ზაფხულში ბევრ საინტერესო ტრანსფერს ველოდებით. არ არის ახალი ამბავი, რომ საუდის არაბეთის კლუბები ევროპის ტოპ ვარსკვლავებს უმიზნებენ და მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა ველოდოთ მათ გააქტიურებას. 

კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრი ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და გუნდმა პრიორიტეტული მოთამაშე უკვე შეარჩია. არაბული კლუბის სურვილია, რომ მათ რიგებში არსენალის ცენტრალური მცველის გაბრიელ მაგალაეშის დამატებაა. ბრაზილიელი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია ინგლისის პრემიერ ლიგაში და მისი გაშვება არსენალის გეგმებში არ შედის. 

არაბების გეგმაა, რომ არსენალს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთოს თავის ბრაზილიელ მცველში, საუბარია €100 მილიონზეა, რაზეც უარის თქმა არსენალს გაუჭირდება. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სურს თავად ფეხბურთელს, ალ ნასრი გაბრიელს ძალიან მაღალ ანაზღაურებას ჰპირდება და შესაძლოა ბრაზილიელმა ამ წინადადებაზე თანხმობა განაცხადოს.