ავტორიზაცია

გადადებული გამომშვიდობება - როდის შედგება სერხიო რამოსის დაბრუნება სანტიაგო ბერნაბეუზე?

გადადებული გამომშვიდობება - როდის შედგება სერხიო რამოსის დაბრუნება სანტიაგო ბერნაბეუზე?
თარიღი 04 სექ 2023, 10:04
როგორც მოგეხსენებათ, სერხიო რამოსი კარიერას მშობლიურ „სევილიაში" გააგრძელებს.

ესპანელი მცველი „ალ იტიჰადში" გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში მას 1-წლიანი ხელშეკრულება მშობლიურმა კლუბმა გაუკეთა და მან ესპანეთში დაბრუნება არჩია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სეზონში სერხიო რამოსი დაუპირისპირდება გუნდს, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე კაპიტნობდა.

სერხიო რამოსის და „რეალის" პირველი დაპირისპირება 2021-ში განშორების შემდეგ 22 ოქტომბერს, „რამონ სანჩეს პისხუანზე" შედგება. „სანტიაგო ბერნაბეუზე" წასვლის შემდეგ პირველად დაბრუნებას და მადრიდული კლუბის საყვარელი გულშემატკივრების ხილვას კი ვეტერანი მცველი 25 თებერვალს მოახერხებს. 

ცნობისთვის, რამოსი „რეალის" მეტოქე 2022 წელსაც იყო, როცა „პსჟ" და მადრიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა მაშინ სერხიომ ტრავმის გამო ორივე მატჩი გამოტოვა.