გადაწყვეტილება მიღებულია — რა სანქციები დაეკისრა საქართველოს ნაკრებს?

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი-ოფის განმეორებით მატჩი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დინამო არენაზე სომხეთს უმასპინძლა და მეტოქე 6-1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრები მოედანზე შევიდნენ, რაც წესების მიხედვით მკაცრად აკრძალულია. უეფამ აღნიშნული ინციდენტი შეისწავლა და განაჩენი გამოიტანა — საქართველოს ფეხბურთს ფედერაცია 40 ათასი ევროთი დაჯარიმდება, ხოლო ეროვნული ნაკრები ერთ მატჩს მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.
დისკვალიფიკაცია ვრცელდება მხოლოდ უეფას მიერ ორგანიზებულ მატჩებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მაყურებლის გარეშე ერთ საშინაო მატჩს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში ჩაატარებს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება და 4 სექტემბერს, თურქეთის ნაკრებს გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე ვუმასპინძლებთ.