გაძევებული კუმანი, სენსაციური მარცხი - ბარსელონამ გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა [VIDEO]
ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, კატალონიის "ბარსელონამ "კამპ ნოუზე" "გრანადას" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მოულოდნელი მარცხით დასრულდა - 1:2.
შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე ანტუან გრიზმანის გადაცემით ლიონელ მესიმ გახსნა და პირველი ტაიმი "ბარსას" გამარჯვებით დასრულდა.
თუმცა, მეორე ნახევარში მოვლენები მოულოდნელად განვითარდა - 63-ე წუთზე, დარვინ მაჩისმა წონასწორობა აღადგინა, 79-ე წუთზე კი ხორხე მოლინამ "გრანადას" სამი ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ 66-ე წუთზე, სტუმართა პირველი გოლიდან ზუსტად 3 წუთში მოედნიდან მასპინძელთა თავკაცი, რონალდ კუმანი გააძევეს.
ამ მარცხის შემდეგ, "ბარსელონამ" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში გალიდერების შანსი ხელიდან გაუშვა და 71 ქულით კვლავ მე-3 პოზიციაზეა, მეორე ადგილზე "რეალია", ასევე 71 ქულით, ლიდერი კი "ატლეტიკოა", რომლის აქტივშიც 73 ქულაა. ხოლო "გრანადა" 45 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.
ვიდეომიმოხილვა