გალასი: "არსენალი ახალ სეზონშიც ახლოს იქნება ტიტულთან, მაგრამ ისევ ვერ მოიგებს"

უილიამ გალასი დარწმუნებულია, რომ „არსენალი“ პრემიერ ლიგას ვერც ახალ სეზონში მოიგებს.
„ვიცი, რომ „არსენალი“ ახალ სეზონშიც ახლოს იქნება ტიტულთან, მაგრამ არამგონია, მოგება შეძლოს. ვფიქრობ, გუნდს ამისათვის ინდივიდუალურობა და ხასიათი აკლია - სწორედ ეს თვისებები სჭირდებოდათ მათ წინა სეზონში და ძალიან დააკლდათ.
მინდა, რომ ახალ სეზონში „არსენალმა“ უფრო საბრძოლო ხასიათი გამოავლინოს. მინდა ვიხილო ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე მზად არიან უფრო მეტი ილაპარაკონ, ერთმანეთისგან მეტი მოითხოვონ. მსურს, ვიხილო გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მაშინ იღებენ, როცა მოედანზე საქმე არ მისდით.
მე ჯერ კიდევ მგონია, რომ „არსენალს“ ყველაფრის ფასად მოსაგებად გასვლა ნასწავლი არ აქვს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ისინი ტიტულს ახალ სეზონშიც ვერ დაეუფლებიან.“, - აღნიშნა გუნდის ექს-მცველმა.