გალათასარაიმ ვიქტორ ოსიმენი ნაპოლიდან გამოისყიდა

რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ვიქტორ ოსიმენი გალათასარაის ფეხბურთელი გახდა.
26 წლის ნიგერიელი ფორვარდი თურქულ კლუბში გასულ სეზონში იყო განათხოვრებული და 41 მატჩში 37 გოლთან ერთად 8 ასისტი გაიფორმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ გალათასარაიმ ნაპოლის 75 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ფეხბურთელთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.