"გამბედაობა არ ჰყოფნიდა და ზედმეტად მალე დანებდა", - ვალდანოს რეალის ფეხბურთელზე
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა გენ.დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, მარტინ ოდეგორის „არსენალში“ იჯარით გადასვლაზე ისაუბრა.
ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ყველაფერი შეთანხმებულია და სულ მალე დადასტურდება.
„რეალმა მნიშვნელოვანი აქტივი დაკარგა. კროოსი და მოდრიჩი მოედანზე დიდ დროს ატარებენ და შთამბეჭდავადაც გამოიყურებიან. მაგრამ თუ ერთ დღეს რომელიმე მათგანს დავკარგავთ... მხოლოდ ისკო რჩება. ვალვერდეს ტრავმიდან გამომდინარე, ისკო შეუცვლელი იქნება.
არ მგონია, რომ ოდეგორი ცუდად თამაშობდა მაშინ, როცა შანსი ეძლეოდა, უბრალოდ მას სითამამე აკლდა. ის კაზემიროსთან ზედმეტად ახლოს იდგა, ბოლო პასს არ აკეთებდა, რასაც მისგან ყველა ელოდა.
მაგრამ აქ საქმე თავდაჯერებაშია, მგონია, რომ დროთა განმავლობაში ის მას დააგროვებდა, მაგრამ მოთმინება არ ეყო. „რეალის“ ფეხბურთელი სასტარტოში ადგილისთვის უფრო მეტად უნდა იბრძოდეს, ასე მალე არ უნდა ნებდებოდეს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი ახალგაზრდა ხარ და კონკურენტებად სუპერვარსკვლავები გყავს. კროოსი - სუპერვარსკვლავია, მოდრიჩიც სუპერვარსკვლავია. მათთან კონკურენცია მარტივი არ არის.“ - ციტირებს ვალდანოს სიტყვებს Onda Cero.
როგორც იწერება, ოდეგორი „არსენალს" 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, რომელშიც ლონდონური გუნდი 2.8 მილიონ ევროს გადაიხდის.