ავტორიზაცია

"გამორიცხული არ არის", - ბარსელონას ბრაზილიელი ექს-ფეხბურთელი რუსეთის ნაკრებში ითამაშებს?

"გამორიცხული არ არის", - ბარსელონას ბრაზილიელი ექს-ფეხბურთელი რუსეთის ნაკრებში ითამაშებს?
თარიღი 26 აგვ 2020, 18:41
„ბარსელონას“ ბრაზილიელმა ექს-ფეხბურთელმა, მალკომმა, შესაძლოა რუსეთის ნაკრებში ითამაშოს.

ამის შესახებ „ზენიტის“ ფეხბურთელის აგენტმა, ლუის ფერნანდო გარსიამ აღნიშნა.

„მალკომს ჩემთან საუბარში არასდროს არ უთქვამს, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება და ამ ნაკრებში თამაში სურს. თუმცა, ვფიქრობ, ეს გამორიცხული არ არის.

რაც შეეხება ბრაზილიის ნაკრებს, მე მასთან არც ამ თემაზე არ მისაუბრია.“ - აღნიშნა აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ მალკომი „ბარსელონამ“ 2018 წლის ზაფხულში, „ბორდოდან“ იყიდა, ერთსეზონში კი „ზენიტში“ გაუშვა.